“საფარი” თქვენი შემოწირულობების შედეგად შემოსული თანხით ტრანსგენდერი ადამიანების დახმარებას განაგრძობს.
ქუთაისისა და ბათუმის შემდეგ, ორგანიზაციამ უკვე თბილისელი ტრანსგენდერი ადამიანები მოინახულა და მათ პირველადი მოხმარების აუცილებელი პროდუქტები გადასცა.
“პანდემიის პერიოდში, დღიდან დღემდე, თეთრებს ვითვლიდი, რომ თავი გამეტანა. ბოლოს, ეს თეთრებიც გამომელია და დავრჩი ასე – სრულიად გაუგებარ სიტუაციაში. სიტყვებით ვერ გამოვხატავ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს დახმარება ჩემთვის. კარგად მესმის, რომ ახლა ყველას უჭირს და ზედმეტი თანხა არავის აქვს, და მით უმეტეს, უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დროს თავისი ლუკმა გვიწილადა. მადლობა, რა თქმა უნდა, საფარს, ამ ძალიან დროული ინიციატივისთვის!”, – განაცხადა დახმარების ერთ-ერთმა ადრესატმა.
გთავაზობთ ჩვენი შემომწირველების სიას: