"საფარის" აქტივობები / დონაციის სიახლეები / სოციალური დახმარება / ჩვენი შედეგები

“საფარი” ტრანსგენდერი ადამიანების დასახმარებელ საქველმოქმედო აქციას განაგრობს

“საფარი” ტრანსგენდერი ადამიანების დასახმარებელ საქველმოქმედო აქციას განაგრობს.

დღეს, აუცილებელი პროდუქტები დაურიგდათ ქუთაისსა და ბათუმში მცხოვრებ ტრანსგენდერ ადამიანებს.

მარიამ ქაჯაია, “იდენტობას” აჭარის ოფისის ხელმძღვანელი: “ტრანსგენდერი სექს-მუშაკი ქალები, რომელთა ყოფაც კოვიდ-19-მდეც მძიმე იყო, პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა შიმშილობის და ქუჩაში დარჩენის საფრთხის ქვეშ დააყენა და რომ არა საზოგადოებრივი ჯგუფების მხრიდან სოლიდარობის აქტები, სახელმწიფოს მხრიდან სრული უგულებელყოფის გამო, ისინი ამ საფრთხეს ვერ აირიდებდნენ. ასეთი ტოტალური უყურადღებობის და თანასწორ მოქალაქედ არცნობის გამოც, სოლიდარობის აქტებს მატერიალურთან ერთად სიმბოლური მნიშვნელობაც შეიძლება ჰქონდეს და არსებობის ბაზისური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთან ერთად, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის აქტი შეიძლება იყოს”.

მირანდა გორდეზიანი, ქუთაისის “იდენტობა”: “აუცილებელი პროდუქტები დღეს დავურიგეთ 5 ადამიანს, ხვალ კიდევ 3 ადამიანს მივუტანთ. ძალიან მნიშვნელოვანი და დროულია ეს დახმარება ამ ადამიანებისთვის, რადგან საერთოდ შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილნი და შესაბამისად, ყოველდღური, ელემენტარული საკვებიც არ აქვთ… ძალიან გაუხარდათ ეს მოულოდნელი დახმარება”.

დახმარების ადრესატებმა დიდი მადლობა გამოუცხადეს თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ამ ეკონომიკური სიდუხჭირის ჟამს თავიანთი ლუკმა მათ გაუნაწილეს და აღნიშნეს, რომ გარდა ფიზიკურისა, მათთვის ეს სწორედაც რომ ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ჟესტიც იყო.

შეგახსენებთ, რომ ტრანსგენდერი ადამიანების მხარდასაჭერი საქველმოქმედო აქცის გრძელდება და “საფარი” მალე თბილისში მცხოვრებ ტრანსგენდერ ქალებსაც ეწვევა.

აქციაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ანგარიშის ნომერია: GE16TB7800636020100002
მიმღები: აიპ საფარი.
დანიშნულება: “ტრანსგენდერი ადამიანებისთვის”

აქვე, გთავაზობთ იმ ადამიანების ჩამონათვალს, რომლებმაც თავიანთი ტრანსგენდერი თანამოქალაქეები გასაჭირის ჟამს არ დაივიწყეს.