"საფარის" აქტივობები / დონაციის სიახლეები / ლგბტქი / სოციალური დახმარება / ჩვენი შედეგები

საფარმა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის დახმარების დარიგება დაასრულა

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო თვის მანძილზე, საფარმა აქტიურად წამოიწყო იმ ტრანსგენდერი ადამიანების დასახმარებელი საქველმოქმედო აქცია, რომლებიც პანდემიის ჟამს განსაკუთრებით დაზარალდნენ და ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

აქცია ოთხ ეტაპად მიმდინარეობდა. თავდაპირველად, დახმარება დაურიგდათ ბათუმსა და ქუთაისში მცხოვრებ ტრანსგენდერ ადამიანებს, მომდევნო ორ ეტაპზე კი – თბილისელებს. ჯამში, თქვენი შემოწირულობების წყალობით, დახმარება 37 ადამიანს დაურიგდა.

“გარდა ამ აქციის პირდაპირი დანიშნულებისა, ჩემთვის პირადად ძალიან ძვირფასია ის მორალური მხარდაჭერა, რომელიც მისმა მონაწილეებმა ჩვენ მიმართ გამოიჩინეს. უმწვავესი ტრანსფობიური სიტუაციის ფონზე, როდესაც ჩემთვის ქუჩაში თავისუფლად გასვლაც კი შეუძლებელია, ძალიან მიხარია ადამიანების სოლიდარობა. ამიტომ, ყველა მათგანს გულთბილ მადლობას ვეუბნები”, – განაცხადა დახმარების ერთ-ერთმა ადრესატმა.

კვლავ გთავაზობთ ჩვენი შემომწირველების სიას: