ბელა ორგანიზაცია “საფარის” ბენეფიციარია, რომელიც წლებია, ძმისგან და დედისგან განიცდის ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და ეკონომიკურ ძალადობას.
მას სახლიდან აძევებენ მხოლოდ იმის გამო, რომ დაქორწინებული არაა და საკუთარი შემოსავალი არ აქვს.
როგორც ხშირად ხდება ხოლმე ძალადობის საქმეებში, მოძალადე ძმამ თავად გამოიძახა პატრული და მას განუცხადა, რომ ბელაა “მოძალადე”.
ბელას წინააღმდეგ უკანონოდ ორჯერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. “საფარი” ბელას დაეხმარა უკანონოდ გამოცემული ორდერების გასაჩივრებაში. ასევე, საფარის დახმარებით, შეწყდა მის მიმართ დაწყებული გამოძიება.
მცხეთის სასამართლომ ბელა პატაშურის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერები გააუქმა. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ასევე სააპელაციო სასამართლომ.
საფარი განაგრძობს ბელა პატაშურის დაცვას. ის ცნობილია დაზარალებულად, მოძალადეს კი ბრალი წაეყენა.
ვიდეო დამზადებულია ორგანიზაცია საფარისა და ვებპლატფორმა “ნაამბობის” ერთობლივი კამპანიისთვის “მეც შვილი ვარ“.