"საფარის" საქმეები / ეკონომიკური ძალადობა / ვიდეო / იურიდიული დახმარება / ოჯახში ძალადობა / ქალზე ძალადობა

ბელა (ვიდეო)

❗️ ბელა ორგანიზაცია “საფარის” ბენეფიციარია, რომელიც წლებია, ძმისგან და დედისგან განიცდის ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და ეკონომიკურ ძალადობას.
❗️ მას სახლიდან აძევებენ მხოლოდ იმის გამო, რომ დაქორწინებული არაა და საკუთარი შემოსავალი არ აქვს.
❌ როგორც ხშირად ხდება ხოლმე ძალადობის საქმეებში, მოძალადე ძმამ თავად გამოიძახა პატრული და მას განუცხადა, რომ ბელაა “მოძალადე”.
❌ ბელას წინააღმდეგ უკანონოდ ორჯერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. “საფარი” ბელას დაეხმარა უკანონოდ გამოცემული ორდერების გასაჩივრებაში. ასევე, საფარის დახმარებით, შეწყდა მის მიმართ დაწყებული გამოძიება.
👩‍⚖️ მცხეთის სასამართლომ ბელა პატაშურის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერები გააუქმა. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ასევე სააპელაციო სასამართლომ.
✔️ საფარი განაგრძობს ბელა პატაშურის დაცვას. ის ცნობილია დაზარალებულად, მოძალადეს კი ბრალი წაეყენა.
ვიდეო დამზადებულია ორგანიზაცია საფარისა და ვებპლატფორმა “ნაამბობის” ერთობლივი კამპანიისთვის “მეც შვილი ვარ“.