ქალზე ძალადობა

ერთმანეთში ქორწინება – ტანზანიელი ქალების ხსნა

Women and children wait at the outpatient clinc as US President George W. Bush and First Lady Laura Bush tour the Meru District Hospital on February 18, 2008 in Arusha, Tanzania. The US president has used his visit -- which began in Benin on February 16, 2008, and will take him to Rwanda, Ghana and Liberia before he heads back to Washington -- to highlight US-African cooperation to battle disease and poverty. AFP PHOTO/Mandel NGAN (Photo credit should read MANDEL NGAN/AFP/Getty Images)

ჩრდილოეთ ტანზანიის შორეულ სოფელში, ერთი სქესის წარმომადგენელთა შორის ქორწინებები მატულობს. კურიას (Kurya) ტომში არსებული ტრადიციის თანახმად, ჰეტეროსექსუალი და ქვრივი ქალები ერთმანეთში ქორწინდებიან, რათა ოჯახი ქმრების გარეშე შეინარჩუნონ. ამ ტრადიციამ ბოლო პერიოდში ახალი ძალით იფეთქა, რადგან, გამოცემა Marie Claire-ის თანახმად, ადგილობრივი ქალები მეტი თავისუფლებისა და ძალაუფლებისკენ ისწრაფვიან.

ტანზანიელი ჟურნალისტის დინა მანინიოს (Dinna Maningo) განმარტებით, ქალებისგან შემდგარი ოჯახი ზუსტად ისეთივე წეს-ჩვეულებით ცხოვრობს, როგორითაც შერეული სქესის წარმომადგენელთაგან შემდგარი ოჯახი: საჭმლის მომზადება, სამუშაო, ბავშვების აღზრდა, ერთად ძილი. თუმცა, ჰეტეროსექსუალ ქალებს ერთმანეთთან სექსი არ აქვთ. ამგვარი ტრადიცია ოჯახში ძალადობის, ადრეული ქორწინების, ქალის წინადაცვეთის შესაძლებლობასაც ამცირებს. ქალებს უფლება აქვთ, მამრი პარტნიორები ჰყავდეთ, თუმცა ნებისმიერი კავშირით გაჩენილი ბავშვები მხოლოდ ქალების ქორწინებას ეკუთვნის.

„მათ გაცნობიერებული აქვთ, რომ ამგვარი შეთანხმება მეტ თავისუფლებასა და ძალაუფლებას ანიჭებთ, – განმარტავს მანინიო, – ეს სტაბილური ოჯახისა და საკუთარი სურვილით კაცი პარტნიორების არჩევის უპირატესობას გულისხმობს“.

მუგოზი მანინიოსა და ანასტასია ჯუმას ოჯახი ერთ-ერთი ამგვარი წყვილისგან შედგება. მუგოზი ქმარმა ათი წლის წინ მიატოვა, ჯუმა კი 13 წლის ასაკში აიძულეს, გათხოვილიყო. ქმარი მონასავით ექცეოდა ბავშვის გაჩენის შემდეგ სახლიდან გაიქცა. წყვილი 2015 წელს დაქორწინდა.

„რასაკვირველია, სხვა ქმარი არ მინდა. ქალზე დაქორწინება, როგორც ჩანს, საუკეთესო გამოსავალია. ეს ქორწინება ჩემთვის ისეთი შვებაა, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი. თავიდან ვორჭოფობდი, რადგან ამგვარი გამოცდილება არ მქონია, ახლა კი, არაფრის დიდებით სხვა გზას აღარ დავადგები“, – აცხადებს ჯუმა.