არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ აცხადებს ვაკანსიას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის იურისტის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ანაზღაურება გადასახადების ჩათვლით: 600 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
ძირითადი ფუნქციები:
„საფარის“ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის იურისტთან კოორდინაციით,
- ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშნველობის მქონედ მიჩნეული საქმის გაცნობა-ანალიზი;
- შესაბამის ორგანოებთან კომუნიკაცია საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე;
- სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
- წარმომადგენლობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა, გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში და, საჭიროების შემთხვევაში, გაეროს სხვა სახელშეკრულებო ორგანოში; მათთან კომუნიკაცია;
- მედიასთან კომუნიკაცია კომპეტენციის ფარგლებში;
- საქმის აღსრულებაზე ზედამხედველობა (მონიტორინგი, კომუნიკაცია, შესაბამისი ეროვნული და საერთაშორისო ორგანოებისთვის მოსაზრებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და გაზიარება);
- კოპმეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოს მონიტორინგის პროცესში ჩართულობა და შესაბამისი ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
- წარმოებული საქმეების აღრიცხვა პროგრამა Case Bank-ის მეშვეობით;
- საფარის სახელით შეხვედრებში, კონფერენციებში (მათ. შორის საერთაშორისო), სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობა.
სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:
– ინგლისური ენის მინიუმ C1 დონეზე ცოდნა; (Legal English)
– მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო და ადამიანის უფლებათა სამართლის მიმართულებით;
– სამართლებრივი წერისა და კვლევის უნარები;
– ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
– შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
– კომუნიკაბელურობა, საჯარო გამოსვლებისა და მედიასთან ურთიერთობის უნარი;
– უპირატესობა მიენიჭება ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს.
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infosapari@gmail.com
- CV ინგლისურ ენაზე;
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 26 თებერვალი.
არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.