"საფარის" აქტივობები / სიახლეები

ვაკანსია იურისტის პოზიციაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ აცხადებს ვაკანსიას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ანაზღაურება გადასახადების ჩათვლით: 600 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

ძირითადი ფუნქციები:

„საფარის“ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის იურისტთან კოორდინაციით,

  • ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშნველობის მქონედ მიჩნეული საქმის გაცნობა-ანალიზი;
  • შესაბამის ორგანოებთან კომუნიკაცია საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე;
  • სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
  • წარმომადგენლობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა, გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში და, საჭიროების შემთხვევაში, გაეროს სხვა სახელშეკრულებო ორგანოში; მათთან კომუნიკაცია;
  • მედიასთან კომუნიკაცია კომპეტენციის ფარგლებში;
  • საქმის აღსრულებაზე ზედამხედველობა (მონიტორინგი, კომუნიკაცია, შესაბამისი ეროვნული და საერთაშორისო ორგანოებისთვის  მოსაზრებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და გაზიარება);
  • კოპმეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოს მონიტორინგის პროცესში ჩართულობა და შესაბამისი ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
  • წარმოებული საქმეების აღრიცხვა პროგრამა Case Bank-ის მეშვეობით;
  • საფარის სახელით შეხვედრებში, კონფერენციებში (მათ. შორის საერთაშორისო), სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობა.

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:

– ინგლისური ენის მინიუმ C1 დონეზე ცოდნა; (Legal English)

– მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო და ადამიანის უფლებათა სამართლის მიმართულებით;

– სამართლებრივი წერისა და კვლევის უნარები;

– ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;

– შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;

– კომუნიკაბელურობა, საჯარო გამოსვლებისა და მედიასთან ურთიერთობის უნარი;

– უპირატესობა მიენიჭება ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს.

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infosapari@gmail.com

  • CV ინგლისურ ენაზე;
  • სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 26 თებერვალი.

არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.