პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებაში ბრალდებულ კაცს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
“საფარმა” როგორც დაზარალებული ქალის ინტერესების დამცველმა ორგანზიაციამ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მოთხოვნით 6 ოქტომებრს მიმართა. დაზარალებული ქალის განმარტებით, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია ბრალდებულმა სოციალურ ქსელებში გაავრცელა. საგამოძიებო სამსახურს წარვუდგინეთ შესაბამისი მტკიცებულებებიც. ორი კვირის განმავლობაში უწყებამ “საფარის” ჩართულობით არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა.
საბოლოოდ, 22 ოქტომბერს კაცი დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მიხლით წარუდგინეს, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს.
დღეს, 24 ოქტომბერს, კაცს აღმკვეთი ღონისძების სახით პატიმრობა პატიმრობა შეეფარდა. “საფარი” აგრძელებს დაზარალებული ქალის ინტერესების დაცვას.