ხვალ, ოთხშაბათს, 4 მარტს, 11.00-ზე, ორგანიზაცია “საფარის” ოფისში (გახოკიძის ქ. N11ა), გაიმართება პრესკონფერენცია პროკურორის გულგრილობის გამო უდანაშაულო ქალის ოთხწლიანი პატიმრობის საქმესთან დაკავშირებით.
საფარი იცავს არასრულწლოვანი ნადია და ნიკოლოზ სადღობელაშვილის ინტერესებს. ბავშვების დედა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში იხდის სასჯელს, ვინაიდან ბავშვების მამამ მის წინააღმდეგ ბავშვებს იძულებით ცრუ ჩვენება მიაცემინა.
საფარის ჩართულობის შემდეგ, მოძალადე პასუხისგებაში მიცემულ იქნა მხოლოდ ბავშვების დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო, ხოლო არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
ამ ეტაპზე, შეკრებილია არაერთი მტკიცებულება, რომელიც მამის მხრიდან ბავშვებზე ზეწოლასა და ძალადობას ადასტურებს. მათ შორისაა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს მამის მხრიდან ძალადობის შედეგად ბავშვებისთვის მიყენებული ტანჯვის განცდას. მიუხედავად ამისა, ბავშვები პროკურატურამ დაზარალებულად არ ცნო. იგი კვლავ განაგრძობს ბავშვების რეტრავმატიზაციას. 4 მარტს, პროკურატურამ ბავშვებზე კომპლექსური ექსპერტიზა დანიშნა, რომლის დანიშვნის აუცილებლობა და საჭიროება არ დაუსაბუთებია.
საფარი უკვე საკმაოდ გაჭიანურებული საქმის ეფექტურ გამოძიებას და ბავშვების დაზარალებულად ცნობას ითხოვს.