კავშირი საფარი თითქმის ერთი წელიწადია, იცავს ნ. ხ-ს ინტერესებს, ავტოსტოპის გახმაურებულ საქმეზე.
პროკურორის დადგენილებით, ნ. ხ. თავდაპირველად ცნობილ იქნა დაზარალებულად მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტთან დაკავშირებით.
მითითებულ სისხლიs სამართლის საქმეზე, საფარმა არაერთხელ მოითხოვა გამოძიების წარმოება სქესობრივი დანაშაულის მუხლითაც, ვინაიდან დაზარალებულის ჩვენებით იკვეთება მითითებული დანაშაულიც.
მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, ნ. ხ. ცნობილ იქნა დაზარალებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულებას, დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით.
მიმდინარე წლის აგვისტოში, ტრაილერის მძღოლს წარედგინა ბრლადება, საქმეზე წინასასამართლო სხდომა ჩანიშნულია მიმდინარე წლის 22 სექტემბერს.