“საფარის” კახეთის რეგიონის იურისტმა, მარი ზურაბაშვილმა და პროექტების კოორდინატორმა ლიკა იმერლიშვილმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს. შეხვედრების მიზანი ორგანიზაციის სერვისებისა და პროდუქტების, მათ შორის მობილური აპლიკაცია Sefe You-ს გაცნობა იყო.
შეხვედრები ჩატარდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ქალთა ოთახის, სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს, სიღნაღის რაიონული სასამართლოსა და პრობაციის ეროვნული ბიუროს სიღნაღის ოფისის წარმომადგენლებთან.
კახეთში “საფარის” იურისტი უკვე ერთი წელია მუშაობს. კახეთის გარდა ორგანიზაციას რეგიონული იურისტები კიდევ ოთხ რეგიონში – ქვემო ქართლში, იმერეთში, აჭარასა და სამცხე ჯავახეთში მუშაობენ.