დღეს, 6 თებერვალს, ჟენევაში გაიხსნა გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის რიგით 84-ე სესია. სესიაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ შორის, “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია.
პატარაიამ ისაუბრა თანასწორობის კოალიციის სახელით და თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სქესობრივი დანაშაულები, ფემიციდი, თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების საჭიროება, ქალთა მიმართ ეკონომიკურ ძალადობა, ქალების პოლიტიკური წარმომადგენლობა და ა.შ.
ბაია პატარაიას შეფასებით, გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ მთავარ საკანონმდებლო გამოწვევად რჩება გაუპატიურების შესახებ კანონში არსებული ხარვეზი:
“გაუპატიურების მთავარი ასპექტი არა თანხმობის არარსებობა, არამედ ძალადობა ან ძალადობის მუქარაა. Ასევე, მტკიცებულებითი სტანდარტი სქესობრივ დანაშაულებთან მიმართებით პრაქტიკაში არის არაგონივრულად მაღალი”.
ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობების გახშირებულ შემთხვევებზე საუბრისას, პატარაიამ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ სისტემურ გამოწვევებზე:
“Სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სექტორი რისკებს სათანადოდ ვერ აფასებს. Ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა დანერგილია, თუმცა Ის იშვიათად გამოიყენება. Ჯერ კიდევ პრობლემად რჩება გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლთა და მოწმეთა გამოკითხვის პროცედურები”.
პატარაიას სიტყვა შეეხებოდა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემასა და სიღარიბეს:
“ჩვენ გვაქვს კრიზისული ცენტრებისა და თავშესაფრების დეციფიტი. არ არსებობს კრიზისული ცენტრები უშუალოდ გაუპატიურების მსხვერპლთათვის. არასაკმარისი ფსიქოლოგიური დახმარებაც რჩება გამოწვევად. Არ არის განვითარებული ძალადობის მსხვერპლი ქალების ეკონომიკური გაძლიერების პროგრამები […]
Მთავრობა ყურადღებას არ ამახვილებს სიღარიბის გენდერულ ასპექტზე. Მინიმალური ხელფასის ოდენობა კანონით არ რეგულირდება, რაც გავლენას ახდენს დასაქმებულ ქალებზე. Სამწუხაროა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა საქართველოში ვერ ახერხებს პრევენციაზე მუშაობას, მათ შორის, სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანდაცვის სერვისებთან მიმართებით”.
ბაია პატარაიამ ჟენევაში ისაუბრა პოლიტიკოსი და უფლებადამცველი ქალების გამოწვევებზეც:
“Ქალები პოლიტიკაში რადიკალური სექსისტური და სიძულვილის ენის მსხვერპლები ხდებიან. Აქტივისტი ქალები, რომლებიც მუშაობენ კოორდინატორებად პოლიტიკურ პარტიებში აწყდებიან გენდერული ნიშნით ძალადობის მრავალგვარ ფორმას.
Ქალი აქტივისტები და უფლებადამცველები აწყდებიან მტრულ დამოკიდებულებასა და ონლაინ შევიწროებას საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან, რომელსაც ზურგს უმაგრებენ ინტერნეტ ტროლები და ბოტები. Უფრო მეტიც, მთავრობა არა თუ არ ცნობს ამ პრობლემას, სიტყვიერად თავადაც თავს ესხმის არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელ და უფლებადამცველ ქალებს და ხელს უწყობს მათ მიმართ აგრესიის ზრდას”.
ბაია პატარაიას გარდა სესიაზე საქართველოდან სიტყვით გამოვიდნენ “ქალთა საინფორმაციო ცენტრის” დირექტორი, ელენე რუსეცკაია; “თანასწორობის მოძრაობის” წარმომადგენელი, ანა აფციაური და ევრაზიის აივ/შიდსის საკითხებზე მომუშავე ქალთა ქსელის წარმომადგენელი, ლიანა ჭურღულია.
ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი არის 23 დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი ორგანო, რომელიც აკონტროლებს გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კონვენციას.