“საფარის” იურისტმა, ცირა ჯგერენაიამ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტის სამართლის ფაკულტეტის მიწვევით სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა. ლექცია ქალთა კვირეულის ფარგლებში ჩატარდა და ეხებოდა ძალადობის ფორმებსა და მისგან თავდაცვის გზებს. იურისტმა კონკრეტული მაგალითების საფუძველზე, დეტალურად განიხილა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის ფორმები და ამგვარი დანაშაულების გამოძების პრაქტიკა. გარდა ამისა, წარადგინა Safe You – აპლიკაცია, რომელიც ძალადობის საფრთხის ქვეშ მყოფი ქალების დასახმარებლად შეიქმნა.
საჯარო ლექცია ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და იურისტმა სტუდენტების დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. აუდიტორიაში მყოფი სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების გარდა, ლექციას ონლაინ-რეჟიმში უსმენდნენ სხვა ფაკულტეტის სტუდენტებიც.