ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 2024 წლის 26 აგვისტოს არასრულწლოვანი ნ.ხ-ის გაუპატიურების საქმეზე ზ.ხ. უდანაშაულოდ ცნო. მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზით დადასტურდა ბრალდებულის კონტაქტი დაზარალებულთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი დანაშაულის დასამტკიცებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ ჩვენს შეფასებას თანდართულ ფაილად, ...
პროექტის აღწერა: პროექტის მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ქალებისა და ადამიანის უფლებათა დამცველთა გაძლიერება, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ აქტიურ ლიდერებად და ადვოკატებად, რომლებიც შეძლებენ საკუთარი თემებისა და ინტერესების დაცვას დემოკრატიულ პროცესებში. ორი დღის განმავლობაში გამართული ინტენსიური ტრენინგი დაეხმარება მონაწილეებს, გაიღრმავონ პრაქტიკული ცოდნა ...
კვლევა მიმოიხილავს კიბერძალადობის გავლენას გენდერულ უთანასწორობაზე, სახელმწიფოს როლს მისი პრევენციისა და მსხვერპლთა დაცვის კუთხით, ასევე საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებს, რომლებიც შეიძლება, გამოყენებულ იქნას ეფექტიანი პოლიტიკისა და მხარდაჭერის პროგრამების დანერგვისთვის. კიბერძალადობის მარეგულირებელი კანონმდებლობების მიმოხილვა ...
2024 წლის 18 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ თეა გოდოლაძის საქმეზე გამოიტანა განაჩენი, რომლითაც გაამართლა ოჯახში ძალადობაზე მსჯავრდებული კაცი. ვთვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, ისევე, როგორც ამავე საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ივნისის მიერ გამოტანილი განაჩენი არის გენდერულად არასენსიტიური ...
კიბერუსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა თანამედროვე ციფრულ სამყაროში. პერსონალური მონაცემების დაცვა, კონფიდენციალურობის შენარჩუნება და კიბერშეტევების თავიდან არიდება მნიშვნელოვანია როგორც ინდივიდებისთვის, ისე ორგანიზაციებისთვის. ხშირად, კიბერშეტევამ შეიძლება, გამოიწვიოს მონაცემთა გაჟონვა, ადამიანის რეპუტაციის შელახვა, ფინანსური ზიანი. კიბერუსაფრთხოების ეფექტური სტრატეგიები, როგორიცაა მონაცემთა დაშიფრვა, ძლიერი პაროლები ...
პირს, რომელმაც თანხმობის არ არსებობისას მასთან სახლში მისულ ქალთან სექსუალური კავშირი დაამყარა, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ქალმა საფარს 2024 წლის თებერვალში მიმართა. გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო, თუმცა მოძალადე არ დაუკავებიათ. ბრალის წარდგენა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მტკიცებულებების – ქალის სხეულზე ...
გენდერული დეზინფორმაცია, როგორც წესი, ქალების ინტელექტუალურ შესაძლებლობებს აკნინებს, და მიზნად ისახავს, ქალები ჩამოაცილოს საჯარო ცხოვრებას და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებს პოლიტიკაში. ის ცდილობს, საჯაროდ აქტიური ქალები წარმოაჩინოს სულელებად, ამორალურებად, მატყუარებად და სუსტებად. ლუსინა დი მეკოს მიერ შემოთავაზებული განმარტების მიხედვით, გენდერული დეზინფორმაცია ...
პროექტის აღწერა: ქალი ამომრჩევლების გაძლიერება — წარმოდგენილი პროექტის მიზანია ქალების ხმა გახდეს მნიშვნელოვანი და გასაგონი საზოგადოებრივ სივრცეში, ხოლო მათი მონაწილეობა — გადამწყვეტი ქვეყნის მომავლის ფორმირებაში, ისე, რომ ეს მომავალი რეალურად ასახავდეს ქალების საჭიროებებს, ინტერესებსა და მისწრაფებებს. ამ მიზნის მისაღწევად, პროექტი ...
პროექტის აღწერა: საფარი ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ქართულ-აზერბაიჯანულენოვანი მედია პლატფორმა „Pəncərə / ფანჯარა“-ს მეშვეობით, რათა მიაწვდინოს ხმა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებს და ჩართოს ისინი გენდერული თანასწორობისა და ადამიანის უფლებების შესახებ საზოგადოებრივ ...
საფარს დაუკავშირდა ქალი, რომელზეც, 14 წლის წინ, როდესაც ის არასრულწლოვანი იყო, მამა სექსუალურად ძალადობდა. ადგილი ჰქონდა გაუპატიურების რამდენიმე მძიმე შემთხვევას. საქმეში საფარის იურისტი მარი ვარამაშვილი ჩაერთო. მან შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ გაუპატიურების შემთხვევები ...
პროექტის აღწერა: გენდერი დემოკრატიისთვის: გენდერული სამართლიანობის გაძლიერება საქართველოში, უკრაინასა და დანიაში — KVINFO-სთან თანამშრომლობით, „საფარის“ პროექტი მიზნად ისახავს უფრო სამართლიანი და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებას, გენდერული უთანასწორობის ძირეული მიზეზების დაძლევისა და აჭარასა და კახეთის რეგიონებში გენდერული ნიშნით ძალადობასა და ეკონომიკურ ძალადობაზე ...
პროექტის აღწერა: საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა პროექტის მიზანია საზოგადოებისათვის მეტად ხილული გახადოს საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSO-ების) მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი საქმიანობა. იგი ხაზს უსვამს ამ ორგანიზაციების ფართო გეოგრაფიულ და დემოგრაფიულ ჩართულობას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და სფეროებში. პროექტი აჩვენებს ...
„საფარი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. სამუშაო განაკვეთი: ერთჯერადი ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით. ძირითადი ფუნქციები: ბუღალტრულ პროგრამა ORIS -ში გატარებების წარმოება: ** ბანკის ამონაწერების პროგრამაში გატარება. ** წლის ბოლოს ანგარიშების გადახურვა. პროგრამაშია შესატანია ბანკის ერთი წლის (მიმდინარე 2024 წ ) ...
საქართველოში დაწყებული საპროტესტო ტალღის ჩახშობის მცდელობის დროს, საპოლიციო ძალები თავს ესხმოდნენ მანიფესტანტებს და მათ სასტიკად უსწორდებოდნენ. საფარმა ჩაწერა იმ დაზარალებული და ნაწამები ადამიანების ნაწილი, რომლებიც საპოლიციო ძალების მხრიდან არასათანადო და სასტიკი მობპყრობის მსხვერპლები გახდნენ. ვიდეოებში მანიფესტანტები თავიანთ ამბებს გვიყვებიან. საბა ...
პროექტის აღწერა: გენდერული თანასწორობა და ინკლუზია საქართველოში — ეს პროექტი წარმოადგენს ყოვლისმომცველ ინიციატივას, რომელიც მიმართულია საქართველოში სისტემური გენდერული უთანასწორობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის (GBV) აღმოფხვრისკენ. მისი მიზანია შეამციროს უფსკრული კანონმდებლობრივ რეფორმებსა და მათი შესრულების პრაქტიკას შორის და ხელი შეუწყოს პოლიტიკის, ...