Uncategorized ge

კონკურსი კონტენტ კრეატორებისთვის

“საფარი” აცხადებს კონკურსს 13-დან 25 წლამდე კონტენტ კრეატორი გოგონებისთვის მთელ საქართველოში!

თუ ქმნით კონტენტს სხვადასხვა პლატფორმისთვის ტიკტოკსა და ინსტაგრამზე, ჩვენ შენ გეძებთ!

შეავსე ეს მარტივი ფორმა და 20 მარტამდე გამოგვიგზავნე შენი შექმნილი ვიდეო ან პოსტერი, ნებისმიერ თემაზე.

შერჩეული 20 გოგონა აპრილში გაივლის სამდღიან ტრენინგს და გახდება საფარის ახალგაზრდული ფემინისტური კლუბის – გოგონების ხმის წევრი და მთელი წლის განმავლობაში მიიღებს მონაწილეობას უამრავ საინტერესო პროექტში.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ აპლიკაცია.