სიახლეები

საფარი ეძებს ოპერატორს აზერბაიჯანულენოვანი ცხელი ხაზისთვის

ქალთა უფლებათა დაცვის ორგანიზაცია საფარი ეძებს ოპერატორს აზერბაიჯანულენოვანი ცხელი ხაზისთვის. 

ძირითადი ფუნქციები:  

  • სატელეფონო ზარების მიღება და გენდერული ძალადობის სხვადასხვა ფორმებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სერვისების შესახებ  აზერბაიჯანულ ენაზე ინფორმაციის მიწოდება. 
  • მიუხედავად იმისა, რომ პოზიცია მოიაზრებს სრულ განაკვეთზე მუშაობას, ოპერატორი იმუშავებს დისტანციურად და არ ექნება დატვირთული გრაფიკი ზარების რაოდენობის გათვალისწინებით.

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:  

  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა 
  • აზერბაიჯანული ენის სრულყოფილად ცოდნა 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები

ღირებულებები 

  • ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა; 

ანაზღაურება: 150$-ის ექვივალენტი ლარში.  

შერჩეული კანდიდატი სამუშაოს დაწყებამდე გაივლის ტრენინგს  “საფარის” იურისტებთან.

დაინტერესებულმა აპლიკანტმა,  25 ივლისის ჩათვლით უნდა გამოაგზავნოს CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@sapari.ge 

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ – ოპერატორი ცხელი ხაზისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.