არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარი“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს სკოლებში დისკრიმინაციის პრევენციის მიმართულებით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მასწავლებლების ტრენერთა ტრეინინგი. შერჩეული ტრენერები გადამზადდებიან მასწავლებელთა დასატრეინინგებლად დისკრიმინაციის ყველა ფორმის პრევენციის შესახებ.
საკონკურსო პირობები:
** განათლება: უმაღლესი;
** სამუშაო გამოცდილება: მასწავლებელთა ტრენერობის სულ მცირე ოთხწლიანი გამოცდილება;
** სამართლებრივი აქტების ცოდნა: კანონი ზოგადი განათლების შესახებ; მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა; ეროვნული სასწავლო გეგმა.
** ენების ცოდნა: ქართული (სრულყოფილად); ინგლისური (სასურველია)
** კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office; Power Point; Internet
დამატებითი მოთხოვნები:
** ტოლერანტობა და მგრძნობელობა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ;
** ზრდასრულთა სწავლების პრინციპების ცოდნა;
** ტრეინინგის ჩატარების ტექნიკების ცოდნა;
** სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზების უნარი;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** არგუმენტირებული მსჯელობის/საკუთარი მოსაზრების მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV, შესაბამისი დიპლომის და სერთიფიკატების ასლები და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: infosapari@gmail.com
არასრული განაცხადი არ განიხილება. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 23 მარტი.