31 დეკემბერს საფარის ორგანიზებით გაიმართა კვლევის პრეზენტაცია „უფლებადამცველთა სამართლებრივი მდგმაროება საქართველოში“. პრეზენტაციას ესწრებოდნენ როგორც თბილისში, ისე რეგიონებში მომუშავე არასამთავრობი ორგანიზაციების წარმომადგენლები და უფლებადამცველები.
შეხვედრაზე განიხილეს არსებული კანონმდებლობა, მისი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან. ასევე, მიმოიხილეს უფლებადამცველთა დაცვის საუკეთესო პრაქტიკები. პრეზენტაციის შემდეგ გამართულ დისკუსიაზე მონაწილეებმა იმსჯელეს ზოგადად, უფლებადამცველის ცნებაზე – რა მახასიათებლებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, რომ ჩაითვალოს უფლებადამცველად.
კვლევა, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივასთან (GDI) თანამშრომლობითა და ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის (HRHF) მხარდაჭერით ჩატარდა, ხელმისაწვდომი იქნება როგორც ელექტრონულად, ისე ბეჭდური სახით.