8 მარტს, 19:30 საათზე, ქალთა მოძრაობისა და ფემინისტური ორგანიზაციების ინიციატივით, გაიმართება მარში – ქალები რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან პერფორმანსით დასრულდება.
იმავე საღამოს, 21:00 სათზე, რუსთაველზე, საფარი მოკლე მხატვრული ფილმის ჩვენებას გამართავს. ფილმი გვიყვება პოლიტიკოსი ქალის ამბავს, რომელსაც მის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიასთან გამკლავება უწევს. ფილმის რეჟისორი სალომე საღარაძეა, სცენარისტი კი – ლაშა ბუღაძე.
ქალ პოლიტიკოსებს მუშაობა ხშირად რეპუტაციის შემლახავი ჭორების, დეზინფორმაციული კამპანიებისა და სექსისტური თავდასხმების პარალელურად უწევთ. ბოლო წლების განმავლობაში ქართული ოცნების ხელისუფლებამ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა კიდევ უფრო შეამცირა. 2024 წელს მათ გააუქმეს გენდერული კვოტები, წელს კი კანონმდებლობიდან სიტყვა “გენდერი” ამოიღეს.
ქალთა მარშები ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ თბილისის გარდა ქუთაისში – 19:00 საათზე და ბათუმში – 18:00 საათზე გაიმართება.