ჰელსინკისა და ფინეთის სხვა ქალაქებში აქტივისტურმა მოძრაობამ Cult Cunth, ფლეშმობი გამართა ქალის დვრილების სექსუალიზაციის წინააღმდეგ.
აქციები მოჰყვა ინციდენტებს ივნისში, როდესაც რაუჰანიემის საცურაო ცენტრიდან რამდენიმე აქტივისტი იმის გამო გამოაძევეს, რომ აზღუდის ჩაცმაზე უარი განაცხადეს.
აქციის მონაწილეებმა ადამიანებს მოუწოდეს, ებრძოლონ ქალის სხეულის სექსუალიზაციის პრობლემასა და გენდერულ უთანასწორობას. მათ, ასევე, აღნიშნეს, რომ განსაკუთრებული პრობლემა არსებობს ადამიანის სხეულისა და სექსის შესახებ ბინარულ დამოკიდებულებებში.
“ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც ქალები იძულებულნი არიან, ატარონ დახურული სამოსი, იმის ნაცვლად, რომ კაცებმა თავიანთი ქცევა აკონტროლონ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ როცა ქალს დვრილი უჩანს, ეს უკვე სექსუალიზებული სიტუაციაა, კონტექსტისდა მიუხედავად”, – აცხადებენ ფინელი აქტივისტები.
https://www.instagram.com/p/CRed452AefW/?utm_source=ig_embed&utm_campaign=embed_video_watch_again