ქალზე ძალადობა

“უსაფრთხოების მიზნით”, თალიბანმა ქალებს გარეთ გასვლა აუკრძალა

თალიბანმა აუკრძალა ქალებს სახლიდან სამსახურში გასვლა მანამ, სანამ მათი უსაფრთხოების უზრუნველმყოფი წესების სისტემა შემუშავდება. ამ ზომას თალიბები “დროებითს” უწოდებენ.

“ჩვენი უსაფრთხოების ძალები არ არიან გაწვრთნილნი იმაზე, თუ როგორ მოეპყრან ქალებს. ზოგიერთმა ისიც არ იცის, მათ სწორად როგორ დაელაპარაკოს. მანამ, სანამ ჩვენ მათ სრულ უსაფრთხოებას არ უზრუნველვყოფთ, ჩვენ მათ ვთხოვთ, დარჩნენ შინ”, – განუცხადა ჟურნალისტებს დაჯგუფების წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა (Zabiullah Mujahid). მან ასევე აღნიშნა, რომ თალიბებს უძნელდებათ მოძრაობის წევრების მოძრაობების კონტროლი და იმის მეთვალყურეობა, რომ ისინი “მოკრძალებით მოეპყრან” ქალებს და მათ “არ მიაყენონ ტკივილი”.

სულ ცოტა ხნის წინ, თალიბანი პირობას დებდა, რომ ქალთა უფლებებს არ შეზღუდავდა, მათ მუშაობის და ქუჩაში თავისუფალი გადაადგილების თავისუფლებას მისცემდა. თუმცა, ბოევიკების დაპირებებისა არავის სჯერა. ბოლო ჯერზე, როდესაც მათ ქვეყანაში ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში, ქალი ქუჩაში კაცის თანხლების გარეშე ვეღარ გადიოდა, ვალდებული იყო, ეტარებინა ბურქა, არ ჰქონდა სწავლის, მუშაობის და საკუთარ აივანზე გასვლის უფლებაც კი.

cnn.com