2020 წელს, ორგანიზაცია „საფარმა“ ,,ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით მობილური აპლიკაცია SAFE YOU ჩაუშვა.
Safe you აპლიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ რომ უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაციაა, პირებს შეეძლებათ ისარგებლონ კვალიფიციური ფსიქოლოგების მხარდაჭერით და მიიღონ რჩევები.
სწორედ ამიტომ, საფარი იწვევს კვალიფიციურ ფსიქოლოგებს, რათა დაინტერესებულ პირებს გაუწიონ უფასო ონლაინ კონსულტაცია. მსურველები, სურვილისამებრ, კვირაში ერთი ან რამდენიმე დღე დაუთმობენ შემოსულ შეტყობინებებზე ონლაინ კონსულტაციის გაწევას.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV info@sapari.ge-ზე. აღნიშნული პოზიცია არაანაზღაურებადია, თუმცა თქვენი წვლილი ფასდაუდებელია ამ მნიშველოვან საქმეში. გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ ,,ფსიქოლოგი“.