"საფარის" აქტივობები / ტრენინგები

დავით კაპანაძემ საფარის იურისტებს სამართლებრივი წერის ტრეინინგები ჩაუტარა

დავით კაპანაძის ინიციატივით, საფარის იურისტები სამართლებრივი წერის მიმართულებით გადამზადდნენ. ტრეინინგის ფარგლებში, იურისტებმა შეისწავლეს სამართლებრივი დოკუმენტის მოსამზადებლად შემუშავებული IRAC (Issue, Rule, Analysis, Conclusion) და CREAC (Conclusion, Rule, Explanation, Application, Conclusion) მეთოდები.

დავით კაპანაძე 2012 წლიდან ხელმძღვანელობს ბიზნესის სამართლის კლინიკას, კითხულობს ლექციებს სამართლებრივ წერაში და არის ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრის აკადემიური დირექტორი. აქვს მდიდარი სამუშაო გამოცდილება კერძო სექტორში. სხვადასხვა დროს, დავითი მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში საზოგადოებრივ საწყისებზე, საერთაშორისო ორგანიზაციაში “ამერიკული საბჭოები” – გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტთა კოორდინატორად, იურიდიული კომპანიაში ,,ბი ელ სი” – უფროს იურისტად, ინტერნეტ სერვისების პროვაიდერ კომპანიაში “კავკასუს ონლაინი” – უფროს იურისტად. 2010 წლიდან დღემდე, დავით კაპანაძე არის იურიდიული კომპანიის “LPA” დამფუძნებელი და პარტნიორი. 2008 წლიდან დღემდე, დავითი კითხულობს ლექციებს და ატარებს ტრეინინგებს სხვადასხვა სამართლებრივ თემაზე.

საფარი მადლობას უხდის დავით კაპანაძეს უსასყიდლოდ გაწეული შრომისთვის/თანამშრომლობისთვის.