"საფარის" აქტივობები

25 ნოემბერს გაიმართა კონფერენცია თემის შესახებ: “სქესობრივი დანაშაულები: გამოწვევები კანონმდებლობასა და პრაქტიკაში”

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. ქალთა ორგანიზაცია საფარმა გამართა კონფერენცია თემის შესახებ, “სქესობრივი დანაშაულები: გამოწვევები კანონმდებლობასა და პრაქტიკაში”.

2021 წლის აგვისტოდან, ორგანიზაცია ,,საფარი“, ნორვეგიის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს ერთწლიან პროექტს “სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საქართველოში“.

პროექტის მიზანია საქართველოში სქესობრივი ძალადობის მსხვერპლთა სამართლიანობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

პროექტი მოიცავს ოთხ ძირითად მიზანს:

  • პოლიციის, პროკურორებისა და ადვოკატების ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებას სქესობრივი დანაშაულის შესახებ;
  • სქესობრივი და გენდერული ძალადობის მსხვერპლი ქალების და გოგონების სამართლებლივ კონსულტაციას, მხარდაჭერას, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სქესობრივ დანაშაულებებზე;
  • სქესობრივი დანაშაულის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ადვოკატირებას.

ღონისძიება გახსნა ბაია პატარაიამ (,,საფარის“ აღმასრულებელი დირექტორი), ჰელენ სანდ ანდერსენმა (ნორვეგიის ელჩი), ნინო წილოსანმა (პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე), ირინა ჯაფარიძემ (გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პროგრამის ხელმძღვანელი), ლონდა ბიჭიკაშვილმა (საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე), გიორგი ოსაძემ (შინაგან საქმეთა სამინისტრო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი).

თამარ ლუკავამ, ,,საფარის“ იურისტმა, მიმოიხილა სქესობრივი დანაშულების  გამოძიებასა და დევნაში პრაქტიკაში არსებულ პრობლემები,  „საფარში“ მუშაობის გამოცდილებაზე დაყრდნობით.

თამარ დეკანოსიძემ, EQUALITY NOW-ს ევრაზიის რეგიონული წარმომადგენელმა, ისაუბრა თემაზე „გაუპატიურების დეფინიცია: რეგიონის ქვეყნებისა და საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვა“.

ბაია პატარაიამ, კავშირი ,,საფარის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ისაუბრა სქესობრივი დანაშაულების თავში საკანომდებლო ცვლილებათა პაკეტის წარდგენის შესახებ.

ექსპერტმა გოგა ხატიაშვილმა კონფერენცია დახურა თემით „მტკიცებულებითი სტანდარტი და კონტექსტზე დაფუძნებული გამოძიების მნიშვნელობა თანხმობის არარსებობის პირობებში“.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია.

ღონისძიება გაეშვა, როგორც საფარის დეისბუქ გვერდის, ასევე  ზუმის ლაივ რეჟიმში, ონლაინ დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეკეთებინათ კომენტარი და დაესვათ კითხვები კონფერენციის მონაწილეებისთვის.