"საფარის" აქტივობები

„საფარი“ იურისტის პოზიციაზე ორ ვაკანსიას აცხადებს

„საფარი“ აცხადებს ორ ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე, ქუთაისსა და მარნეულში.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ანაზღაურება გადასახადების ჩათვლით: 600 ევროს ეკვივალენტი ლარში.

 

ძირითადი ფუნქციები:

ორგანიზაციის სტრატეგიულ საქმეებზე განცხადებების, საჩივრებისა და სარჩელების მომზადება და საქმის წარმოება ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე, რაც, მათ შორის, მოიცავს საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას, საქმის პროგრესის ხელმძღვანელობას;

ბენეფიციარებისთვის ზეპირი და წერილობითი კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;

– მონაწილეობა გასვლით შეხვედრებში;

– მონაწილეობის მიღება სახელმწიფოს უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა აქტორებთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრებში, „საფარის“ სახელით;

– პროგრამის დირექტორისა და კოორდინატორის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია მისი საქმიანობის სფეროსთან;

 

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:

– ქართული და აზერბაიჯანული ენების სრულყოფილად ცოდნა (მხოლოდ მარნეულში მუშაობის მსურველი კანდიდატისათვის).

– უმაღლესი იურიდიული განათლება;

– ადვოკატის მოწმობა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით ( უპირატესობა მიენიჭება საერთო სპეციალიზაციის მქონე კანდიდატს);

– იურისტად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;

– ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;

– შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;

– კომუნიკაბელურობა, საჯარო გამოსვლებისა და მედიასთან ურთიერთობის უნარი;

– მსხვერპლებთან ურთიერთობის ცოდნა და ემპათიურობა;

– უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის თავისუფლად მცოდნე კანდიდატებს;

– უპირატესობა მიენიჭება ქალთა მიმართ ძალადობაზე და ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამოცდილების მქონე კანდიდატებს;

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infosapari@gmail.com

  • CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
  • სამოტივაციო წერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  • ადვოკატის მოწმობის ასლი (სისხლის ან საერთო სპეციალიზაციით).

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 24 დეკემბერი.

არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.