კავშირი “საფარი” აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, აკაკი გახოკიძის 11ა
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
ანაზღაურება: დარიცხული 600 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
მოვალეობები:
- პროექტების ადმინისტრაციული მხარდაჭერა
- საფარის მიმდინარე პროექტის გაცნობა და ადმინისტრაციული საჭიროებების იდენტიფიცირება;
- პროექტის კოორდინატორების ადმინისტრაციული მხარდაჭერა და ჩართულობა, პროექტების ადმინისტრაციული და ლოგისტიკური აქტოვობების დაგეგმვა-ორგანიზება;
- პროექტების განხორციელების შესახებ ანგარიშების მომზადების პროცესში კოორდინატორის მხარდაჭერა.
- ორგანიზაციის საქმიანობის ადმინისტრაციული მხარდაჭერა:
- კორესპონდენციის (შემოსული და არსებული) დოკუმენტაციის დახარისხება და მეთოდური ფაილინგი; წერილების და არქივის ბაზის შექმნის პროცესის მხარდაჭერა და წარმოება;
- ორგანიზაციის მიერ დადებული ხელშეკრულებების, მიღება- ჩაბარების აქტების და სხვა დოკუმენტაციის დახარისხება და დაარქივება;
- ოფისის საქმიანობის ლოგისტიკური და ადმინისტრაციული მხარდაჭერა
- საფარის პირველადი საკომუნიკაციო ფუნქციის შესრულება;
- ინვენტარიზაცია და საჭირო ინვენტარის პერიოდული ანალიზი;
- ოფისის მოწესრიგების პროცესის კოორდინაცია;
- დოკუმენტაციების დამოწმება, ორგანიზაციის სახელით.
- ციფრული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე პარტნიორებთან კოორდინაცია;
- საფარის შეხვედრების, კონფერენციების და სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა-ორგანიზება.
სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:
- უმაღლესი განათლება
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაცია;
- დეტალებზე ორინტაცია;
- კეთილსინდისიერება
- პროექტის მართვის ძირითადი ციკლის ცოდნა;
- დროის მართვის უნარი;
- ინგლისურ ენაზე გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
- კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
- ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infosapari@gmail.com
- CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
- სამოტივაციო წერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 28 იანვარი.
არასრულად შემოტანილი დოკუმენტები არ განიხილება.