4-5 აპრილს საინფორმაციო-სამედიცინო ფსიქოლოგიურმა ცენტრმა “თანადგომამ” “საფარის” თანამშრომლებისთვის ჩაატარა ტრენინგი რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და სექსუალური განათლების შესახებ. კონკრეტულად, “თანადგომამ” გაგვიზიარა ცონდა და გამოცდილება ამ საკითხებზე მუშაობის, მოწყვლად ჯგუფებთან კომუნიკაციის, ბენეფიციარებთან შესაბამისი ინფორმაციის სწორი აქცენტებით მიტანის შესახებ. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოში არსებული სიტუაცია რეპროდუქციული განათლების ხელმისაწვდომობაზე, სქესობრივ განათლებაზე, ადრეული ქორწინების პრობლემაზე, დედათა ჯანმრთელობაზე და ა.შ.
ტრენინგი ჩატარდა პროექტის ფარგლებში “ბავშვთა და მოზარდთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა”. ამავე პროექტის ფარგლებში “საფარმა” მოამზადა საინფორმაციო ბროშურები მშობლებისთვის: