"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება

Ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ Ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ უსაფუძვლოდ გამოცემული შემაკავებელი ორდერი გააუქმა

sapari

Დღეს, 28 აპრილს, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ უსაფუძვლოდ გამოცემული შემაკავებელი ორდერი გააუქმა. Დაზარალებული ქალის ინტერესებს იცავს “საფარის” იურისტი ქვემო ქართლის რეგიონში, ნონა ასლანიშვილი.

Ქალი “საფარს” მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც ქმარმა მასზე ფიზიკურად იძალადა. Შემთხვევა 27 მარტს, მარნეულის რაიონში მოხდა. Წყვილი მე-4 თვეა განქორწინების პროცესშია, რასაც თან ახლავს დავა ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და ქონების გაყოფის შესახებ. Როგორც ქალი ყვება, Სწორედ გასაყოფი ქონების – თანაცხოვრების პერიდოში შეძენილი საცხოვრებელი სახლის – შესახებ კამათის დროს იძალადა მასზე კაცმა. Ქალმა პოლიცია გამოიძახა, რომლის მოსვლამდე კაცი ადგილიდან მიიმალა.

Საბოლოოდ, ქალს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს, კაცს კი ოჯახში ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს და აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობაც შეუფარდეს.

Ამის შემდეგ, ბრალდებულის ნათესავმა პოლიციას მიმართა და დაზარალებულად ცნობილი ქალის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა მოითხოვა. Ის ამტკიცებდა, რომ ქალი მისი ოჯახის წევრების საუბარს ფარულად უგდებდა ყურს და მიღებულ ინფორმაციას ავრცელებდა.

დაზარალებულ ქალის მიმართ შემაკავებელი ორდერი პოლიციამ 14 აპრილს გამოსცა, რაც “საფარის” იურისტმა სასამართლოში გაასაჩივრა. Დღეს, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ ჩვენი სარჩელი დააკმაყოფილა.

Იურისტი ნონა ასლანიშვილის შეფასებით, ეს იყო მიზანმიმართული ანგარიშსწორება დაზარალებული ქალის მიმართ.

“Მოძალადის ბიცოლამ შეიტანა განცხადება პოლიციაში, თითქოს მსხვერპლი მის სახლთან მიდის, ეზოში შედის, ყურს უგდებს სახლში მიმდინარე საუბარს და შემდეგ ავრცელებს მეზობლებში, რაც წმინდა წყლის სიცრუეა. Ეს არის მოზანმიმართული ანგარიშსწორება მოძალადის ოჯახის წევრების მხრიდან მსხვერპლზე”, – აცხადებს ასლანიშვილი.

“Საფარი” განაგრძობს დაზარალებული ქალის ინტერესების დაცვას როგორც ოჯახური ძალადობის შემთხვევაზე, ისე განქორწინების შემდეგ ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ სამოქალაქო დავისას.