"საფარის" აქტივობები

ვაცხადებთ ბუღალტრის ვაკანსიას

არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი “საფარი” აცხადებს ბუღალტრის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, გახოკიძის 11ა;

სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთი.

ანაზღაურება დარიცხული 700 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;

ფუნქცია- მოვალეობები:

  • ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის მართვა:
  • ორგანიზაციის საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერა, დროული გადარიცხვა და დაარქივება;
  • ორგანიზაციის ფინანსების ბუღალტრული აღრიცხვა;
  • პროგრამებით განსაზღვრული ბიუჯეტის ხარჯვის პროცესის მონიტორინგი;
  • კვარტალური და წლიური საბიუჯეტო საქიანობის ანგარიშების, ბალანსების მომაზადება;  განათლება/კვალიფიკაცია:
  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია ეკონომიკის, ბიზნესის, ფინანსების მიმართულებით.
  • ფინანსისტად და/ან ბუღალტრად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება.
  • ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;

კომპეტენციები –  ცოდნა, უნარები:

  • პროექტის მართვის და ბიუჯეტირების პრინციპების ცოდნა;
  • ბუღაკტრული აღრიცხვის პროგრამის ცოდნა
  • აკურატულობა და ორგანიზებულობა
  • ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა.

განაცხადის შეტანის პროცესი: აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infosapari@gmail.com

საჭირო დოკუმენტები: რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატი მოკლედ მიუთითებს საკუთარ კვალიფიკაციას და განმარტავს, თუ რატომ არის დაინტერესებული ამ პოზიციით.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა  5 მაისი.

არასრულად შემოტანილი დოკუმენტები არ განიხილება. ასევე, გთხოვთ,  ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ “ბუღალტერის ვაკანსია “.