სექსუალობა / სტატიები

სარეკლამო ინდუსტრია აქცენტს ქალების შეულამაზებელ გარეგნობაზე აკეთებს

სამყაროს შაბლონები მართავს. ბავშვობიდან, გლამურული ჟურნალებიდან იდეალურ ქალებსა და კაცებს ვხედავთ. ისინი უზადონი და მშვენიერნი არიან, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარადაა. თანდათან, ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიების რეკლამების ავტორები მიხვდნენ, რომ ადამიანის ბუნებრივი, შეულამაზებელი გარეგნობა გაცილებით ცოცხალ, ნამდვილ ემოციებს იწვევს, ვიდრე მოდელების სტანდარტული პარამეტრები. ამის შედეგად, სხვადასხვა კომპანიამ იდეალური სხეულის მქონე მოდელები „არაიდეალური“ გარეგნობის ადამიანებით ჩაანაცვლა.

ModCloth

ამ კომპანიამ საცურაო კოსტიუმების სარეკლამოდ არა პროფეციული მოდელები, არამედ საკუთარი თანამშრომლები მოიწვია. ამ უჩვეულო პროექტში მონაწილეობა თავად ModCloth-ის დამაარსებელმა სიუზან გრეგ კოგერმა (Susan Gregg Koger) მიიღო. ეს ფოტოსესია ჩვეულებრივი დასვენებისას გადაღებულ კადრებს მიაგავს. გადაღებაში მონაწილე ქალებმა იცოდნენ, რომ მათ ფოტორეტუშის გარეშე იხილავდნენ. მათ სურდათ, ადამიანებისთვის ეჩვენებინათ, რომ გიყვარდეს შენი სხეული ისეთი, როგორიც არის, სრულიად ნორმალურია.

o-modcloth-facebook

Lonely

თეთრეულის ახალზელანდიური მარკის ბოდიპოზიტიურმა პროექტმა ბევრი დადებითი გამოხმაურება ჰპოვა. თავდაპირველად, რეკლამაში სერიალ „გოგონების“(Girls) პოპულარული მსახიობები გადაიღეს, შემდეგ კი, ფოტოსესიამ მსოფლიოს ყველა კუთხის ქალები ასახა: ფუმფულებიც, გამხდრებიც, სტრიებიანებიც, ტატუიანებიც. ისინი ფოტოებს ინტერიერშიც იღებენ და ბუნებაშიც. პროექტის მიზანი მარტივია: იმის დეკლარირება, რომ ქვედა საცვალი აბსოლუტურად ყველანაირი კომპლექციის ქალს უხდება.

lonely-lingerie-4

Naja

მარკის დამაარსებლების კატალინა ჯირალდისა (Catalina Girald) და მსახიობ ჯინა როდრიგესის (Gina Rodriguez) ჩანაფიქრით, ფოტოსესიაში Nude for All ყველა კანის ფერის ქალები გადაიღეს.

ამ კაშკაშა რეკლამაში, სხვადასხვა ფორმებისა და კანის ფერის მქონე ჩვეულებრივი ქალები 7 შეფერილობის თეთრეულს წარმოგვიდგენენ.

naja

American Apparel

დღეს ფირმას ძნელი დრო უდგას, თუმცა მისმა 2014 წელს გადაღებულმა რეკლამამ თავი ბევრს დაამახსოვრა.

მაშინ, მარკამ თავის სახედ 60 წლის ჯეკი ო’შოგნესი (Jacky O’Shaughnessy) აირჩია, რომელიც კაფეში სარეკლამო აგენტმა შეამჩნია. სარეკლამო კამპანიის სლოგანი იყო ფრაზა: „სექსუალობას გამოყენების ვადა არ გასდის“ (sexy has no expiration date).

jacky-oshaughnessy

Curvy Kate

პლუს საიზის (დიდი ზომები) თეთრეულის ბრიტანულმა მარკამ პროექტი TheNewSexy ჩაუშვა, რომელშიც სხვადასხვა ქალები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ ეტლით მოსარგებლე ჯემა ფლანაგანი (Gemma Flanagan), კარლა ატერტონი (Carla Atherton), რომელსაც ახლახან ჰქონდა გაკეთებული პრევენციული მასტექტომია, აგრეთვე 65 წლის ჯენეთ რუკი. „ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ყველა ქალი ღვთაებრივია. Curvy Kate სხვადასხვა ფორმების, შეხედულებების, ასაკისა და უნარების მქონე მომხმარებლისთვის არის განკუთვნილი. ასეთები არიან ჩვენი მოდელებიც“, – აცხადებს კომპანია.

gemma-flanagan

Aerie

ამერიკულმა მარკამ Aerie საკუთარი სარეკლამო ფოტოების რეტუშისგან გათავისუფების გადაწყვეტილება ერთ-ერთმა პირველმა მიიღო.

ბუნებრიობაზე აქცენტის გაკეთებით, მან ისეთ გიგანტსაც კი გაუწია კონკურენცია, როგორიც Victoria’s Secret-ია. ფირმის პრეზიდენტი ჯენიფერ ფოილი (Jennifer Foyle) ამბობს, რომ საჭირო სულაც არაა იმის რეტუშირება, რაც ისედაც მშვენიერია: „დაე, სხვადასხვა ფორმების მქონე ქალებმა აარჩიონ ის, რაც უპირატესად მათ უხდებათ!“, – ამბობს იგი.

areal