როგორ ვესაუბროთ ბავშვებს სქესობრივ ცხოვრებაზე, რა ასაკში რა უნდა იცოდნენ მოზარდებმა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, როგორ დავიცვათ ჩვენი შვილები ზედინფორმაციისა და ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან – ამ და სხვა მსგავს საკითხებზე, „საფარის“ აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია მშობლებთან ონლაინ-შეხვედრებს მართავს.
შეხვედრები რეგიონების მიხედვით ტარდება და მთელ ქვეყანას მოიცავს. მას ესწრებიან და შემდგომ დისკუსიებში მონაწილეობენ მცირეწლოვანი ბავშვებისა და მოზარდების დედები და მამები. შეხვედრებზე ბაია პატარაია წარადგენს სპეციალურად მშობლებისთვის შემქმნილ ორ პუბლიკაციას – და როგორ ვესაუბროთ ბავშვებს სქესობრივ ცხოვრებაზე და როგორ დავიცვა ჩემი შვილის სხეულებრივი ხელშეუხებლობა და კიბერუსაფრთხოება.
მშობლებთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ.
აქტივობა ხორციელდება გაეროს მოსალხეობის ფონდის (UNFPA) პროექტის ფარგლებში „ბავშვთა და მოზარდთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა“. იგი მიზნად ისახავს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და სქესობრივი განათლების საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის მხარდაჭერას.
სამწუხაროა, რომ ამ საკითხზე ეროვნული მასშტაბის კვლევებიც მწირია. UNFPA-ს მხარდაჭერით 2019 წელს სახალხო დამცველმა მოამზადა კვლევა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ. კვლრვამ გამოავლინა, რომ მოზარდებს არ აქვთ კომპლექსური განათლება, არ ფლობენ სრულყოფილ ინფორმაციას მათ სხეულზე და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, რაც საფრთხის შემცველი ქცევების ალბათობას ზრდის.