დღეს, 29 ივლისს “საფარს” ნორვეგიის ელჩი საქართველოში, ჰელენა სანდ ანდრესენი ეწვია. შეხვედრაზე “საფარს” წარმოადგენდნენ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია და იურისტი, თამარ ლუკავა.
ელჩთან ერთად განვიხილეთ პროექტი, რომელსაც “საფარი” სწორედ ნორვეგიის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი ეხება საქართველოში სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში “საფარმა” არაერთი აქტივობა განახორციელა. მათ შორისაა საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიები ბავშვთა მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულებებზე, გაუპატიურებასა და თანხობის მნიშვნელობაზე. გარდა ამისა, ვთარგმნეთ სახელმძღვანელო “Საერთაშორისო პრეცედენტული გადაწყვეტილებები გაუპატიურების დანაშაულზე”, ასევე, ამ თემაზე ტრენინგები ჩავუტარეთ სამართადამცავი სფეროში მომუშავე სპეციალისტებს – ადვოკატებს, პროკურორებსა და პოლიციელებს.
შეხვედრაზე ვისაუბრეთ ერთობლივ სამომავლო გეგმებზეც. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რასაც “საფარი” სამომავლოდ ნორგევიის საელჩოს მხარდაჭერით გეგმავს, არის გაუპატიურების შესახებ კანონში არსებული ხარვეზის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და შესაბამისი საკანონდმებლო ცვლილებების ადვოკატორება.