"საფარის" საქმეები / სიახლეები

გამომძებელმა დაზარალებულის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მესამე პირს გაუზიარა, “საფარი” მის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ითხოვს

sapari

გამომძიებემა კახაბერ ზვიადაძემ დაზარელებულის პირადი ცხოვრების შესახებ გამოძიების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია მესამე პირს გაუზიარა. უფრო მეტიც, მან დაზარალებულის ჩვენება, რომელც, წესით, კონფიდენციალური დოკუმენტია, მესამე პირს წააკითხა. დაზარალებულის ინტერესებს “საფარი” იცავს. ორგანიზაციის იურისტის, ნინო ანდრიაშვილის შეფასებით, ზვიდაძის ქმედება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ანდრიაშვილმა აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა როგორც გენერალურ ინსპექციას, ისე გენერალურ პროკურატურას.

გენერალურ ინსპექციასა და გენერალურ პროკურატურამდე ნინო ანდრიაშვილი დაუკავშირდა საქმის პროკურორს, რომელმაც კახაბერ ზვიადაძე აღნიშნულ საქმეს ჩამოაშორა, თუმცა იურისტის შეფასებით, ეს არ არის საკმარისი სანქცია გამომძებლის ქმედებების საპასუხოდ.

“საქმის პროკურორმა მითხრა, აუცილებლად მივიღებთ ზომებსო, მადლბა გადამიხადა [ინფორმაციისთვის]. საღამოს დამირეკა და მითხრა, გავითვალისწინე თქვენი პრეტენზია და ჩამოვაცილე საქმესო. ამით შემოიფარგლა მხოლოდ”, – აცხადებს ნინო ანდრიაშვილი.

ნინო ანდრიაშვილის თქმით, კახაბერ ზვიადაძემ საქმეში ჩართვისთანავე გამოავლინა არაპროფესიონალური მიდგომა.

“დაახლოებით ერთი თვეა, რაც ამ საქმეზე გამომძიებეს კახაბერ ზვიადაძე აწარმოებს. მისი განწყობა თავიდანვე იყო არასენსიტიური და არა გენდერულად მგრძნობიარე. მისი კონკრეტული ფრაზების მოსმენის შემდეგ დავურეკე ოლქის პროკურორს, რომელიც შემპირდა, რომ ზომებს მიიღებდა, თუმცა მაშინ რეაგირება არ ჰქონიათ”, – აცხადებს ნინო ანდრიაქშვილი.

იურისტის თქმით, მსხვერპლი, რომელიც არასრულწლოვანია, თავიდანვე იმ დათქმით დასთანხმდა ჩვენების მიცემას, რომ მისი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას არავინ გაიგებდა. “საფარი” მოითხოვს კახაბერ ზვიადაძის წინააღმდეგ საქმე პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფის მუხლით აღიძრას.