"საფარის" აქტივობები / სიახლეები

ვაკანსია ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე

sapari

“საფარი” აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთი;

ადგილმდებარეობა: დისტანციური;

ანაზღაურება: 450$ (ექვივალენტი ლარში) გადასახადების ჩათვლით;

ძირითადი მოვალეობები:

  • ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის მართვა:
  • კვარტალური და წლიური ბიუჯეტის განსაზღვრა და მენეჯმენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
  • ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის ანალიზი და კონტროლი;
  • პროექტების საბიუჯეტო გეგმის შემუშავება პროექტის მენეჯერის, დირექტორის მოადგილესა და კოორდინატორებთან თანამშრომლობით;
  • პროგრამებით განსაზღვრული ბიუჯეტის ხარჯვის პროცესის მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშგება;
  • კვარტალური და წლიური საბიუჯეტო საქიანობის ანგარიშების, ბალანსების მომზადება;
  • საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია დამატებითი ფუნქციის გაწერა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება:

  • უმაღლესი განათლება  ეკონომიკის, ბიზნესის, ფინანსების მიმართულებით.

გამოცდილება:

  • ფინანსისტად და/ან ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება.
  • პროექტის მართვის და ბიუჯეტირების პრინციპების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

  • დაგეგმვა და ორგანიზება;
  • დეტალებზე ორიენტაცია;
  • პროდუქტიულობა, შედეგზე ორიენტირებულობა;

ჩვენი ღირებულებებია:

  • ძალადობასა და დისკრიმინაციასთან, ბრძოლა;
  • ადამიანის უფლებების აღიარება;
  • სამართლიანი გარემოს შექმნა და საზოგადოების ყველა წევრისთვის თანაბარი წვდომის მიცემა შესაძლებლობებზე;
  • გენდერულად მგრძნობიარე ხედვები და დამოკიდებულებები;
  • თანასწორობისა და სოლიდარობის მნიშვნელობის აღიარება.

გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე  ელექტრონულ მისამართზე: infosapari@gmail.com, 2022 წლის 18 დეკემბრის  ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ  პოზიციის დასახელება „ფინანსური მენეჯერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება; 

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ათი სამუშაო დღის განმავლობაში. წარმატებას გისურვებთ!