"საფარის" აქტივობები / პუბლიკაციები / სექსუალური ძალადობა

სექსუალური ხასიათის დანაშაულები – დაუსჯელი და არასათანადოდ რეგულირებული დანაშაულები საქართველოში

წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს სექსუალური ხასიათის დანაშაულებთან სისხლისსამართლებრივინორმებისიმპლემენტაციის პრობლემაზე. გაუპატიურებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა საქართველოში არის დისკრიმინაციული, საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო და ეფუძნება არსებულ გენდერულ სტერეოტიპებს, რომლებიც არა მხოლოდ ზღუდავენ გაუპატიურების შემთხვევებზე სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოებას, არამედ უარყოფითად მოქმედებენ სამართალდამცავების, მსხვერპლებისა და მოძალადეების აღქმაზე, თუ რა წარმოადგენს გაუპატიურებას. პოლიტიკის დოკუმენტი მიმოიხილავს არსებულ პრობლემას, აფასებს საქართველოს არსებულ კანონმდებლობას, ადარებს მას საერთაშორისო სტანდარტებთან, ასახავს პრაქტიკაში არსებულ პრობლემებს და საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით წარმოადგენს რეკომენდაციებს საკანონმდებლო ბაზის, გამოძიებისა და სამართლებრივი დევნის გაუმჯობესების შესახებ.

ავტორი:
ბაია პატარაია, ნათია გამხიტაშვილი

იხ. დოკუმენტის სრული ვერსია:

სექსუალური ხასიათის დანაშაულები – დაუსჯელი და არასათანადოდ რეგულირებული დანაშაულები საქართველოში