ანგარიშები

საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის შესრულება

ავტორები: კოტე ერისთავი; მანანა ქოჩლაძე

წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია ორგანიზაციების: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, კავშირი „საფარი“, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR), „მწვანე ალტერნატივა“ მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები. ეს ორგანიზაციები ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით მუშაობდნენ ასოცირების 2017-2020 წლების დღის წესრიგში განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულებაში მიღწეული პროგრესის გაანალიზების მიზნით. განსაკუთრებული ყურადღება 2019 წელს მიღწეულ პროგრესს ეთმობა.

ექსპერტებმა შეაფასეს საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ექვს თემატურ სფეროში. ეს სფეროებია: 1) კანონის უზენაესობა (მათ შორის მართლმსაჯულებისა და სამართალაღსრულების სექტორები); 2) ანტიკორუფციული პოლიტიკა, ადმინისტრაციული რეფორმა და საჯარო სამსახური; 3) თანასწორი მოპყრობა; 4) ბავშვთა უფლებე­ბი (ოთხივე ასოცირების დღის წესრიგის 2.2 ნაწილის შესაბამისად); 5) პროფესიული კავშირების უფლებები, ძირითადი შრომითი სტან­ დარტები და დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შე­ საძლებლობები (ასოცირების დღის წესრიგის 2.2 და 2.6 ნაწილების შესაბამისად); 6) გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება (ასოცირების დღის წესრიგის 2.7 ნაწილის შესაბამისად).

ანგარიშის სრული ვერსია იხ. აქ:

IMPLEMENT_OF_EU-GEORGIA_