წინამდებარე დოკუმენტი 2016 წელს თანასწორობის კუთხით ქვეყანაში არსებულ ძირითად გამოწვევებს, დისკრიმინაციულ პრაქტიკებსა და სახელმწიფო პოლიტიკას აფასებს. ის “კოალიცია თანასწორობისთვის” წევრი ორგანიზაციების მიერ არის მომზადებული ეფექტიანი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით. დოკუმენტში, ასევე, წარმოდგენილია კონკრეტული რეკომენდაციები რელევანტური სახელმწიფო უწყებებისთვის.