„საფარი“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე ქუთაისში.
სამუშაო განაკვეთი: სრული – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ანაზღაურება: 600 ევროს ეკვივალენტი ლარში (გადასახადების ჩათვლით).
ძირითადი ფუნქციები:
- ბენეფიციარების პირველადი კონსულტაცია (სატელეფონო, სოციალურიქსელით, Safe You-ს აპლიკაციის მეშვეობით, ადგილზე);
- ბენეფიციარების წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოში: საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილოების მიღება; სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება; მტკიცებულებების მოპოვება; გამოძიების წარმართვაში და სასამართლო განხილვაში მონაწილეობა; საქმიდან გამომდინარე პრობლემის (საკანონმდებლო პრაქტიკა, ეთიკური ასპექტები) იდენტიფიცირება დაგაზიარება ხელმძღვანელისთვის; მოსაზრებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და გაზიარება უშუალო ხელმძღვანელებისთვის;
- საფარის სახელით შეხვედრებში, კონფერენციებში, სხვადასხვა ღონისძიებაში ჩართულობა;
- საჭიროებისამებრ, ონლაინ, ბეჭდურ და/ან სატელევიზიო მედიასთან კომუნიკაცია;
- „საფარის“ სახელით მონაწილეობის მიღება სახელმწიფოს უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა აქტორებთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრებში;
- გაწეული სამუშაოს აღრიცხვა ელექტრონულ პროგრამაში;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია იურისტის საქმიანობასთან;
- საგამოძიებო ორგანოებთან წარმომადგენლობა.
სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- დამატებითი კვალიფიკაცია არასრუწლოვანთა მართლმსაჯულებაში (სისხლი) და ბავშვთა უფლებებში (სამოქალაქო);
- ადვოკატის მოწმობა საერთო სამართლის სპეციალიზაციით;
- იურისტად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
- უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის მცოდნე კანდიდატებს;
- უპირატესობა მიენიჭება მოწყვლად ჯგუფებთან (ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები, ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი ქალები, გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობის მსხვერპლი ქალები და ა.შ.) მუშაობის გამოცდილების მქონე კადრებს;
- გენდერული მგრძნობელობა;
- ინდივიდუალური კონსულტაციის გაწევის უნარი;
- ემპათიურობა;
- თვითკონტროლი და ემოციის მართვის უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- სასურველია მართვის მოწმობის ქონა.
პროგრამული უნარ-ჩვევები:
- MS Word
- MS Excel
ღირებულებები:
- ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
- შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა, საჯარო გამოსვლებისა და მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება (უნარი);
- ემპათიურობა – ძალადობის მსხვერპლ პირებთან ურთიერთობის გამოცდილება ან/და ძირითადი პრინციპების ცოდნა.
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@sapari.ge
- CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
- ადვოკატის მოწმობის ასლი (საერთო სპეციალიზაციით).
განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 20 მარტი. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ „ქუთაისის იურისტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.