დამამძიმებელ გარემოებებში, ცოლის განზრახ მკვლელობისთვის თელავის რაიონულმა სასამართლომ კაცს 18 წელი მიუსაჯა.
შემთხვევა 2022 წლის ოქტომბერში მოხდა. მოკლული ქალის ოჯახის ინტერესებს „საფარის“ იურისტი, მარი ზურაბაშვილი იცავს. სწორედ ზურაბაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე ცნო როკურატურამ დაზარალებულად მოკლული ქალის არასრულწლოვანი შვილი.
აღსანიშნავია, რომ კაცი ცოლზე ძალადობის ბრალდებით მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს, თუმცა შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. დღეს, 19 აპრილს, მას განაჩენი იმავე მოსამართლემ გამოუტანა, რომელმაც 7 თვის წინ, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
კაცს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისთვის ჰქონდა წარდგენილი. ის ორივე წარდგენილი მუხლით დამნაშავედ ცნეს და როგორც უკვე აღვნიშნეთ, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.