„საფარი“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე აჭარაში (ბათუმში).
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ანაზღაურება: 600 ევროს ეკვივალენტი ლარში (გადასახადების ჩათვლით);
ძირითადი ფუნქციები:
- ბენეფიციარების პირველადიკონსულტაცია (სატელეფონო, სოციალურიქსელით, Safe
You-ს აპლიკაციის მეშვეობით, პირისპირ); - ბენეფიციარების წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში; საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილოება; სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება; მტკიცებულებების მოპოვება; გამოძიების წარმართვასა და სასამართლო განხილვაში მონაწილეობა; საქმიდან გამომდინარე პრობლემის (საკანონმდებლო პრაქტიკა, ეთიკური ასპექტები) იდენტიფიცირება და ხელმძღვანელისთვის გაზიარება; მოსაზრებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და გაზიარება უშუალო ხელმძღვანელებისთვის.
- კონფერენციებში, ოფიციალურ მიღებებზე თუ სხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა „საფარის“ სახელით;
- საჭიროებისამებრ, ონლაინ, ბეჭდურ, სატელევიზიო მედიასთან კომუნიკაცია;
- სახელმწიფოს უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა აქტორებთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობა „საფარის“ სახელით;
- გაწეული სამუშაოს აღრიცხვა ელექტრონულ პროგრამაში;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია იურისტის საქმიანობასთან;
სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- ადვოკატის მოწმობა საერთო სამართლის სპეციალიზაციით;
- დამატებითი კვალიფიკაცია არასრუწლოვანთა მართლმსაჯულებაში (სისხლი) და ბავშვთა უფლებებში (სამოქალაქო);
- იურისტად მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;
- უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის მცოდნე კანდიდატებს;
- უპირატესობა მიენიჭება მოწყვლად ჯგუფებთან (ოჯახში და/ან ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი ქალები, გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობის მსხვერპლი ქალები და ა.შ.) მუშაობის გამოცდილების მქონე კადრებს.
- გენდერული მგრძნობელობა;
- ინდივიდუალური კონსულტაციის გაწევის უნარი;
- ემპათიურობა;
- თვითკონტროლი და ემოციის მართვის უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- სასურველია მართვის მოწმობის ქონა;
პროგრამული უნარ-ჩვევები:
- MS Word
- MS Excel
ღირებულებები:
- ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
- შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა, საჯარო გამოსვლებისა და მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება (უნარი);
- ემპათიურობა – ძალადობის მსხვერპლ პირებთან ურთიერთობის გამოცდილება ან/და ძირითადი პრინციპების ცოდნა
დაინტერესებულმა აპლიკანტმა ქვემოთ მოცემული დოკუმენტები უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@sapari.ge
- CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
- ადვოკატის მოწმობის ასლი (საერთო სპეციალიზაციით).
განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 14 მაისი. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ „აჭარის იურისტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.