დღეს, 9 თებერვალს, საფარის ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ ევროპის საბჭოში კვლევა წარადგინა, სახელწოდებით „ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ბარიერები, საშუალებები და საუკეთესო პრაქტიკები“. კვლევაში საუბარია იმ სოციოკულტურულ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამართლებრივ ბარიერებზე, რომელიც დღესდღეობით საქართველოში მცხოვრები ქალების წინაშე დგას და ხელს უშლის მათ წვდომას მართლმსაჯულებაზე. კვლევაში წარმოდგენილია ქართული კანონმდებლობის და პრაქტიკის ანალიზი, საუკეთესო პრაქტიკები და რეკომენდაციები.
კვლევის ავტორის აზრით, მართლმსაჯულებაზე ქალთა ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, აუცილებელია, განხორციელდეს რიგი რეკომენდაციებისა, რომელთა შორისაა ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლებების შესახებ, სასამართლო სისტემაში გენდერული მგრძნობელობის გაზრდა, გენდერული ასპექტის გათვალისწინება კანონმდებლობასა და პოლიტიკაში, გენდერულ სტერეოტიპებსა და მავნე ტრადიციებთან ბრძოლა და სხვ.
პრეზენტაციის ელექტრონული ვერსია იხილოთ აქ. ევროპის საბჭო კვლევის გამოქვეყნებას 2017 წლის გაზაფხულზე გეგმავს.