29 სექტემბერს – 1 ოქტომბერს “საფარმა” 3 დღიანი გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრებმა საფარის საქმიანობის ისტორიასა და მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კომუნიკაციისა და ახალგაზრდული სტრატეგიების განახლება, პლატფორმების “განძი”, “ფანჯარა” და “გააძლიერეს” სამომავლო განვითარებისა და გაძლიერების გეგმის მიმოხილვა იყო.
გასვლითი სამუშაო შეხვედრა განხორციელდა “ქალთა ფონდი საქართველოში” და ნიდერლანდების საელჩოს (მატრა პროექტის ფარგლებში) მხარდაჭერით.