საფარის დახმარებით და მედიაციით, რენადა ზოროღლიანი შვილებს წლების შემდეგ პირველად შეხვდა.
ახალციხეში მცხოვრებმა რენადა ზოროღლიანმა საფარს 2023 წელს, მარტში მიმართა. რენადა საქართველოს მოქალაქეა და სომხეთში ქმართან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა 2020 წელს მას ჯანმრთელობის გაუარესების გამო საქართველოში, მშობლებთან ჩამოსვლა მოუწია, რადგან საჭირო პროცედურები სომხეთში არ დაუფინანსდა. ამასთან ერთად, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მას ქმარი გაშორდა, შვილებთან ერთად სომხეთში დარჩა და რენადას ბავშვებთან ურთიერთობა შეუზღუდა. 3 წლის განმავლობაში დედას არ ჰქონდა შვილების ნახვის და მათთან კომუნიკაციის შესაძლებლობა.
საფარმა დახმარებისთვის სომხეთში ქალთა უფლებებზე მომუშავე პარტნიორ ორგანიზაციას მიმართა, “Impact Innovations Institute”-თან ერთად, მედიაციით, სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე, აგვისტოში რენადას შვილებთან სატელეფონო კომუნიკაცია აღუდგა, ხოლო დეკემბერში მამამ ბავშვები საქართველოში ჩამოიყვანა და ისინი დედას შეხვდნენ.