საფარში უკვე 23 წელია ვიცავთ დაუცველ ადამიანებს და ვაძლიერებთ ქალებს. ვზრუნავთ ისეთი მომავლის შექმნისთვის, სადაც ადამიანებს თანაბარი შესაძლებლობები ექნებათ.
2023 წელს ჩვენმა სამართლებრივმა გუნდმა 1492 სამართლებრივი კონსულტაცია გასწია და 601 საქმე აწარმოა სასამართლოებში. წელს ორი უმნიშვნელოვანესი კვლევა ჩავატარეთ და ქალთა მოძრაობასთან ერთად 8 მარტი და 25 ნოემბერი აღვნიშნეთ.
ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ სამართლიანობისთვის ბრძოლასა და ადამიანის უფლებების დაცვას.