წელს თბილისის საკლუბო სცენა და ფესტივალები გაერთიანდნენ და ერთობლივად უჭერენ მხარს ქალების მოთხოვნას სქესობრივი დანაშაულის რეფორმის შესახებ. თბილისის გასართობი სივრცეებისთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო ადამიანის უფლებების, მათ შორის, ქალთა უფლებების დაცვა. მარტის თვე ყოველწლიურად ქალების გაძლიერებას ეძღვნება და კლუბებმა, საფართან ერთად, გადაწყვიტეს, ხელი შეუწყონ მათ სივრცეებში თანხმობის კულტურის აქტიურ გავრცელებას.
კლუბების განცხადება:
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანს, რომელიც დროს ჩვენ სივრცეებში ატარებს, ესმოდეს ნამდვილი, ინფორმირებული და განგრძობადი თანხმობის მნიშვნელობა, ითვალისწინებდეს სხვა ადამიანების სურვილებს და პატივს სცემდეს მათ პირად სივრცეს. იმისათვის რომ ქალებმა კიდევ უფრო კომფორტულად და დაცულად იგრძნონ თავი, ქალთა ორგანიზაცია “საფართან” ერთად ჩვენ გავიღრმავეთ ცოდნა და დავხვეწეთ შიდა რეგულაციები, რათა უზრუნველვყოთ ქალებისთვის მეგობრული გარემო და დაცულობა. ამისთვის, ჩვენს სტუმრებს მოვუწოდებთ ქალებისაგან მიიღონ თანხმობა, რათა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია იყოს სასურველი.
მრავალი წელია ჩვენ ერთად ვქმნით ისეთ სივრცეს, სადაც ადამიანები ცეკვისთვისა და თავისუფლების იდეის გარშემო ერთიანდებიან, რომ ღამე სასიამოვნოდ გაატარონ და ყოველდღიურობის სიმძიმე ჩვენი სივრცის გარეთ დატოვონ. ჩვენი მიზანია თქვენთან ერთად შევქმნათ ისეთი გარემო, რომელშიც მიუხედავად განსხვავებებისა ყველა ადამიანი თანასწორია და ყველას უფლება დაცულია.”
#ravesafe
ხელმოწერები:
- Khidi
- Tbilisi Open Air
- 4GB Festival
- eZo Festival
- Left Bank
- Tbili Orgia
- Tes