სიახლეები

ბაია პატარაიამ BBC-ის ეთერში რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტზე ისაუბრა

საფარის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაია პატარაიამ, BBC-ის ეთერში რუსულ კანონზე, მიმდინარე პროტესტსა და დარბევაზე ისაუბრა.

“ქართველ ხალხს ესმის, რომ რუსული კანონი არ გვჭირდება. ის საფრთხეა ჩვენი დემოკრატიისთვის და ბარიერია ევროპული ინტეგრაციისთვის.” – ბაია პატარაია.