საფარმა, 28 ივნისსა და 5 ივლისს ახალციხესა და ახალქალაქში ახალგაზრდებისთვის ტრენინგი ჩაატარა.
ტრენინგის პირველი ნაწილი კიბერუსაფრთხოების, ონლაინ სივრცეში გენდერული ძალადობისა და ადრეული/იძულებითი ქორწინების თემებს დაეთმო. შეხვედრის მეორე ნაწილის ფარგლებში, კი ახალგაზრდებმა ისწავლეს სხვადასხვა სოციალური მედია არხებისთვის ვიდეოკონტენტის შექმნა. ტრენინგის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ, საფარის ორენოვანი ახალგაზრდული პლატფორმა განძისთვის მომავალშიც დაწერონ სტატიები და გადაიღონ ვიდეოები ადრეულ ქორწინებაზე, კიბერუსაფრთხოებაზე თუ სხვა საინტერესო და აქტუალურ თემებზე.
ღონისძიება ჩატარდა USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNA Georgia) მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
ღონისძიების რეგიონალური პარტნიორია საფარი.