ქალთა უფლებათა დაცვის ორგანიზაცია საფარი ეძებს ოპერატორს აზერბაიჯანულენოვანი ცხელი ხაზისთვის.
ძირითადი ფუნქციები:
- სატელეფონო ზარების მიღება და გენდერული ძალადობის სხვადასხვა ფორმებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სერვისების შესახებ აზერბაიჯანულ ენაზე ინფორმაციის მიწოდება.
- მიუხედავად იმისა, რომ პოზიცია მოიაზრებს სრულ განაკვეთზე მუშაობას, ოპერატორი იმუშავებს დისტანციურად და არ ექნება დატვირთული გრაფიკი ზარების რაოდენობის გათვალისწინებით.
სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
- აზერბაიჯანული ენის სრულყოფილად ცოდნა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარები
ღირებულებები
- ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
ანაზღაურება: 150$-ის ექვივალენტი ლარში.
შერჩეული კანდიდატი სამუშაოს დაწყებამდე გაივლის ტრენინგს “საფარის” იურისტებთან.
დაინტერესებულმა აპლიკანტმა, 25 ივლისის ჩათვლით უნდა გამოაგზავნოს CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@sapari.ge
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ – ოპერატორი ცხელი ხაზისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.