საფარის აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია, ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემიაზეა წარდგენილი და მოკლე სიაში დასახელდა. მასთან ერთად პრემიის სამ მთავარ კანდიდატს შორის არიან უფლებადამცველი, პოლიტიკური აქტივისტი და აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრი აკიფ გურბანოვი, რომელიც 2024 წელს აზერბაიჯანში დააკავეს სხვა აქტივისტებთან და ჟურნალისტებთან ერთად და ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო, რომელიც ვენესუელაში დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანების უფლებებს იცავს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, პრაღის ჰაველის სახელობის ბიბლიოთეკამ და ფონდმა “ქარტია 77”-მა ვაცლავ ჰაველის ხსოვნის პატივსაცემად უფლებადამცველთათვის პრემია დააწესეს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს ადამიანის უფლებების დასაცავად განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცემათ. 2013 წელს ეს პრემია იმ დროს საპატიმროში მყოფ ბელორუს უფლებადამცავ ალეს ბელიაცკის მიენიჭა. იმავე წელს პრემიაზე წარდგენილი და სამ მთავარ კანდიდატს შორის დასახელებული იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც.
ვის გადაეცემა ვაცლავ ჰაველის პრემია წელს, ცნობილი 2024 წლის 30 სექტემბერს გახდება.
შექმნის დღიდან პრემია მიენიჭა: